logo
ENG



უკრაინის გენშტაბის თქმით, უკრაინულმა ჯარებმა ხარკივზე რუსეთის შტურმი შეაჩერეს

05 ივლ 202211:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/05/dms3wagf64e6tuv.jpg

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა ჯარებმა ხარკივზე განხორციელებული შტურმი შეაჩერეს და რუსული ძალების მხრიდან არაერთი შეტევა მოიგერიეს.

"ხარკივის მიმართულებით, რუსი ოკუპანტები ქალაქ ხარკივისა და მის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე დასახლებების საარტილერიო დაბომბვას აგრძელებენ," - ნათქვამია განცხადებაში.

გენშტაბის თქმით, სლავიანსკის მიმართულებით, მტერი საკუთარი ჯარების ტაქტიკური პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს. ამასთან, განცხადებაში აღნიშნავენ, რომ უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმის მცდელობა სოსნოვკას მიმართულებით შეაჩერეს, რის შედეგადაც რუსმა ოკუპანტებმა უკან დაიხიეს.


close დახურვა