უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა თავდაცვის ძალებმა ლისიჩანსკზე კონტროლი დაკარგეს.
"ლისიჩანსკისთვის მძიმე ბრძოლების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის ძალები იძულებული გახდნენ თავიანთი პოზიციები და ხაზები დაეტოვებინათ," - თქვა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა.
უკრაინელი სამხედროები აცხადებენ, რომ რუსული ძალები ლუჰანსკის ოლქის შემდეგ დონეცკის რეგიონზე თავდასხმისთვის ემზადებიან. ამასთან, ისინი აღნიშნავენ, რომ მტერი ჯარებს შეტევის განახლებისთვის აგროვებს.