logo
ENG



უკრაინის გენშტაბის ცნობით, ლუჰანსკში რუსი გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი დაიჭრა

23 სექ 202209:26
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/23/gct8in0xfi0smoa.png

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, ლუჰანსკის ოლქში, სვატოვოს რაიონში რუსეთის 144-ე მოტომსროლელი დივიზიის მეთაური, გენერალ-მაიორი ოლეგ ცოკოვი დაიჭრა. მისი ევაკუაცია 20 სექტემბერს განხორციელდა.

გენერშტაბის ყოველღიურ ანგარიშში ნათქვამია, რომ 19-20 სექტემბერს რუსეთის ქალაქ დონის როსტოვის სამხედრო ჰოსპიტალში გადაასვენეს 105 მოკლული რუსი სამხედრო და უახლოეს დღეებში კი კიდევ 200 ცხედრის გადასვენება იგეგმება.

უწყების ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინულმა ძალებმა ოკუპანტების 400 ჯარისკაცი გაანადგურეს.

გასული დღის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა ცეცხლსასროლი იარაღით ზიანი მიაყენა 6 სამეთაურო პუნქტს, პერსონალისა და სამხედრო ტექნიკის 4 უბანს, საჰაერო თავდაცვის 3 პოზიციას, 3 საარტილერიო პოზიციას, ასევე საბრძოლო მასალის 3 საცავს.


close დახურვა