logo
ENG



უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან რუსეთმა უკრაინაში 100 400 სამხედრო დაკარგა

22 დეკ 202220:20
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/22/nqa197fmk2x7srl.jpg
OLGA MALTSEVA/AFP via Getty Image

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 100 400 ჯარისკაცი დაკარგა.

გენშტაბის თქმით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.

  • ტანკი - 3 003
  • ჯავშანტექნიკა - 5 981
  • საარტილერიო სისტემა - 1 978
  • ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა - 413
  • საჰაერო თავდაცვის სისტემა - 212
  • თვითმფრინავი - 283
  • ვერტმფრენი - 267
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 693
  • ფრთოსანი რაკეტა - 653
  • გემი/ნავი - 16
  • სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი - 4 615
  • სპეცტექნიკა - 178

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა