logo
ENG



უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები იზიუმიდან სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან

30 მაი 202212:17
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/30/w29zunz5w5s430n.jpg

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსული სამხედრო ძალები შეტევით ოპერაციებს აღმოსავლეთ ნაწილში არ წყვეტენ და იზიუმიდან სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან.

გენშტაბის განცხადებით, სივერსკის მიმართულებით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის ობიექტებზე, ზაფსილიას და მიროპოლიას დასახლებების რეგიონებში საჰაერო დარტყმა განახორციელეს, კინდრატივკას რეგიონში კი საარტილერიო დაბომბვა მოხდა.

უკრაინის გენშტაბის თქმით, ხარკივის მიმართულებით რუსებმა ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ტერიტორიებს ცეცხლი გაუხსნეს. სლავიანსკის მიმართულებით კი რუსეთი ჯარებს აგროვებს, რათა იზიუმ-ბარვინკოვე, იზიუმ-სლავიანსკის მიმართულებით შეტევა განაახლონ.

გენშტაბში აცხადებენ, რომ დონეცკის მიმართულებით, რუსული აგრესორის ქვედანაყოფები შეტევითი ოპერაციების განხორციელებაზე არიან ფოკუსირებული. ლიმანის მიმართულებით, რუსი ჯარისკაცები  გადაჯგუფების პროცესში არიან და სლავიანსკზე თავდასხმისთვის ემზადებიან.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში დონეცკისა და ლუჰანსკის მიმართულებით მტრის თოთხმეტი შეტევა მოიგერიეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ რუსი ოკუპანტების ორი საარტილერიო სისტემა, თერთმეტი ჯავშანტექნიკა და ათი მანქანა გაანადგურეს.


close დახურვა