logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: მოსკოვში სამხედრო პირების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო

08 ოქტ 202219:12
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/08/8ctj2q0f03aq8ud.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მოსკოვში სამხედრო პირების მასობრივი დაპატიმრება დაიწყო.

"რუსეთის დედაქალაქში სამხედროების წინააღმდეგ მიმართული "შეტევები" დაიწყო. ცენტრში მოძრაობა გადაკეტილია. ქალაქში შევიდა ძერჟინსკის სახელობის ოპერატიული დივიზიის პროგრამები - რუსული გვარდიის "ელიტა". ისინი პოლიციასთან ერთად ცენტრისკენ მიემართებიან," - აღნიშნა უკრაინის დაზვერვამ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 სექტემბერს რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა და აღნიშნული ქმედება "რუსეთის სუვერენიტეტის დასაცავად აუცილებელ ნაბიჯად" მოიხსენია. 

პუტინის თქმით, სამხედრო სამსახურში გაწვევას დაექვემდებარებიან რეზერვში მყოფი მოქალაქეები და, უპირველეს ყოვლისა, შეიარაღებულ ძალებში მომსახურე, გარკვეული სამხედრო გამოცდილების მქონე მოქალაქეები. რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ცნობით, გაწვევა 300 ათას რეზერვისტს შეეხება. 


close დახურვა