logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: ოკუპანტები მარიუპოლში თავდაცვისთვის ემზადებიან

03 მაი 202319:09
3 წუთის საკითხავი
 
2023/05/03/kf7skk89y3emzcj.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, ოკუპანტები მარიუპოლში თავდაცვისთვის ემზადებიან.

"დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში რუსი ოკუპანტები ყოვლისმომცველი თავდაცვისა და საბრძოლო მოქმედებებისთვის ემზადებიან, ყირიმში კი სამხედრო ობიექტების დასაცავად პოზიციებს ადგენენ.

ჩვენ ვხედავთ, რომ რუსებს ეშინიათ. ბაზა სევასტოპოლში და სხვა სამხედრო ობიექტები ახლა მკაცრად არის დაცული, ოკუპანტები ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმისგან დასაცავად პოზიციებს ამზადებენ", - აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა წარმომადგენელმა და დიპლომატმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა, რომ ყირიმი ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინის მომავალი უსაფრთხოებისთვის, რადგან რთული იქნება საზღვაო უსაფრთხოების უზრუნველყოფა ნახევარკუნძულზე კონტროლის გარეშე.


close დახურვა