logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: ოკუპანტებმა ენერგოდარის მოსახლეობას ქალაქიდან გასვლა აუკრძალეს

27 სექ 202214:53
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/27/jytfyj3yrmcmysm.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის მოსახლეობას ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ენერგოდარიდან გასვლა აუკრძალეს.

"ოკუპანტებმა, რომლებიც ენერგოდარში სიტაუციას აკონტროლებენ, მოსახლეობას უკრაინის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან, ქალაქიდან გასვლა აუკრძალეს. განსაკუთრებით აკონტროლებენ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოპერატიული ცვლის მუშებს," - ნათქვამია განცხადებაში.

23 სექტემბერს, რუსებმა ე.წ. რეფერენდუმების ჩატარება დაიწყეს დროებით ოკუპირებული ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქის ნაწილებში. "რეფერენდუმი" დღეს, 27 სექტემბერს დამთავრდება.

29 აგვისტოს, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქი ენერგოდარი დაბომბეს. საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა.


close დახურვა