logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: ომის დაწყების შემდეგ, რუსეთს ახლა ყველაზე დიდი დანაკარგები აქვს

15 თებ 202319:43
3 წუთის საკითხავი
 
2023/02/15/jfreaumzdu1kbqj.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, ომის დაწყების შემდეგ, რუსეთს ახლა ყველაზე დიდი დანაკარგები აქვს.

"ჩვენ ახლა [ფრონტზე] სიტუაციის უკიდურეს გამწვავებას ვხედავთ. მძიმე ვითარებაა აღმოსავლეთში, ბახმუტისა და ვუჰლედარის ირგვლივ. რეალურად, არაფერი შეცვლილა", - თქვა უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელმა.

იუსოვის თქმით, რუსებს მარტის ბოლომდე დონბასის ოკუპაცია სურთ, მაგრამ მათი მცდელობები წარუმატებელია. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ უკრაინის არმია დონეცკის რეგიონის, კერძოდ კი ბახმუტის დაცვას ახერხებს.

"მტერს მნიშვნელოვანი სამობილიზაციო რეზერვი აქვს, მაგრამ ეს არ აჩერებს უკრაინის თავდაცვის ძალებს, არსებობს შესაბამისი გეგმები და მექანიზმები, ყველა გამოწვევაზე რეაგირებისთვის", - განაცხადა იუსოვმა.


close დახურვა