უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სამჯერ გადადო უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა.
"ჩვენი ინფორმაციით, თავდასხმა სამჯერ გადაიდო, ბოლოს თებერვლის შუა რიცხვებში. პუტინმა არაერთხელ განიხილა შეჭრის იდეა რუსეთის გენერალური შტაბის უფროსთან, ვალერი გერასიმოვთან და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან, მაგრამ ეს იყო FSB, ვინც მოითხოვდა", - თქვა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა.
სკიბიცკის თქმით, რუსები დარწმუნებული იყვნენ, რომ შეჭრისთვის საკმარისად მოემზადნენ. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ რუსების ყველა მიზანი ჩაიშალა, რადგან მათ ვერ შეძლეს კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკივის აღება.
17 დეკემბერს, უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსების მთელი ქვედანაყოფები ტყვედ ბარდებიან.