logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსები უკრინაში კვალის დასაფარად გადასატან კრემატორიუმებს იყენებენ

13 აპრ 202213:03
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/13/vf3b7lttvjoau58.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი დაზვერვის  დირექტორატის ინფორმაციით, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინაში რუსული ჯარის ჩადენილი ომის დანაშაულების სამხილების განადგურების განკარგულება გასცა.

დაზვერვა იუწყება, რომ უკრაინის ხალხის წინააღმდეგ ბუჩაში განხორციელებულ გენოციდზე საერთაშორისო გამოხმაურებების შემდეგ, რუსმა სამხედროებმა უკრინაში გადასატანი კრემატორიუმის გამოყენება დაიწყეს.

„კონკრეტულად, 13 გადასატანი კრემატორიუმია დაფიქსირებული მარიუპოლში, რათა ქუჩები მკვდარი მოქალაქეების ცხედრებისგან გაასუფთაონ. ოკუპანტები ცდილობენ გამოამჟღავნონ მათი სისასტიკეების ყველა შესაძლო მოწმე ფილტრაციის ბანაკების საშუალებით და გაანადგუროს ისინი“, - წერს უკრაინის დაზვერვა. 

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ასევე იუწყება, რომ გადასატანი კრემატორიუმს რუსული ჯარი ჩერნიჰივსა და ლუჰანსკის რეგიონებშიც იყენებდა.

ასევე აღსანიშნავია, რომ უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები გადასატან კრემატორიუმს რუსი სამხედროების ცხედრების გასანადგურებლადაც იყენებენ, რათა დამალონ იმ სამხედროების ზუსტი რიცხვი, ვინც უკრაინაში რუსეთის აგრესიისას დაიღუპა.

უკრაინის დაზვერვა აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება უარს ამბობს დაღუპული რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის თანხის გადახდაზე.


close დახურვა