logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსეთი უკვე იყენებს სტრატეგიულ რეზერვს ზოგიერთი ტიპის იარაღისთვის

03 დეკ 202218:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/03/ztdd79ls93jz2cy.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთი უკვე იყენებს სტრატეგიულ რეზერვს ზოგიერთი ტიპის იარაღისთვის.

"რუსეთი უკვე იყენებს სტრატეგიულ რეზერვს ზოგიერთი ტიპის იარაღისთვის, ორი თვეა, რაც რუსეთის ფედერაცია ბელარუსიდან 122 მმ-იანი საარტილერიო საბრძოლო მასალის ექსპორტს ახორციელებს", - აცხადებს უკრაინის დაზვერვა.

უკრაინის დაზვერვის თქმით, რუსეთი აგრძელებს მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან საბრძოლო მასალის, სარაკეტო იარაღის მიწოდებაზე, რომელთა დეფიციტიც აქვს. ამასთან, დაზვერვა აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციასა და ირანს შორის მოლაპარაკებები ბალისტიკური რაკეტების მარაგის შევსების შესახებ მიმდინარეობს.

28 ნოემბერს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთმა უკრაინაში 16 000-ზე მეტი სარაკეტო შეტევა განახორციელა. 23 ნოემბერს, რუსული ძალების მხრიდან მასიური სარაკეტო თავდასხმის შედეგად უკრაინის რეგიონებში ელექტროენერგია გაითიშა.


close დახურვა