logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსეთის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაციაა დაწყებული

13 მაი 202209:09
3 წუთის საკითხავი
 
2022/05/13/7zubbykmsnoc3ow.png

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი კირილო ბუდანოვი ამბობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ფარული მობილიზაცია უკვე დაწყებულია.

ბუდანოვის თქმით, ახლა ეს აქტუალურია, რადგან ამ კუთხით რუსეთის ხელმძღვანელობა მკვეთრად არის გააქტიურებული.

"მე ახლა ვადასტურებ ამას - რუსეთი ახორციელებს ფარულ მობილიზაციას. ისინი მიჰყვებიან ორ გზას. პირველი - ფაქტობრივი ქმედებები, რომლებსაც სწორედ ფარული მობილიზაცია ჰქვია და მეორე - რეზერვისტების გამოყენება", - თქვა ბუდანოვმა.

მან დასძინა, რომ მტრის რეზერვისტები საბრძოლო ოპერაციებში მოკლევადიანი კონტრაქტით ერთვებიან. მისი თქმით, უკრაინაში უკვე არიან ტყვედ ჩავარდნილი რუსებიც, რომლებიც საბრძოლველად სწორედ ამ მეთოდებით გამოიყვანეს.

გენერალ-მაიორის თქმით, რუსეთი არ აპირებს ღია მობილიზაციის გამოცხადებას, რადგან მისთვის დაწესებული სანქციების ფონზე, ეკონომიკური დარტყმები უფრო მკვეთრი იქნება და მოსახლეობისთვის რთული იქნება ახსნა, რატომაა ის საჭირო, რადგან კრემლის ოფიციალური ხელმძღვანელობა ამბობს, რომ "ყველაფერი კარგად მიდის".


close დახურვა