უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის ანდრეი ჩენიაკის განცხადებით, რუსეთმა უახლოეს 4-5 თვეში, შეიძლება დაიწყოს შეტევა ჩრდილოეთიდან ან აღმოსავლეთიდან.
ჩერნიაკის თქმით, რუსები ხვდებიან რომ აგებენ, თუმცა ომის დასრულებას არ გეგმავენ, ამიტომ შეტევის განხორციელებას ეცდებიან.
"უკრაინული დაზვერვის შეფასებით, მომდევნო 4-5 თვეში რუსულმა ჯარმა შესაძლოა კიდევ 70 000-მდე სამხედრო დაკარგოს. და ასეთი დანაკარგისთვის ოკუპანტი ქვეყნის ხელმძღვანელობა მზად არის", - აღნიშნა მან.
ჩერნიაკი დარწმუნებულია, რომ რუსები შეეცდებიან შეინარჩუნონ სახმელეთო დერეფანი დროებით ოკუპირებულ ყირიმში და დაიპყრონ დონეცკის მთელი რეგიონი.