logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: რუსეთში 585-მდე რაკეტა აქვთ დარჩენილი

28 აგვ 202312:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/28/msykkpg58j6vblj.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, რუსეთში 585-მდე რაკეტა აქვთ დარჩენილი.

"რუსეთში ჯერ კიდევ არის 585-მდე რაკეტა, რომელიც 500 კილომეტრზე მეტ მანძილზე ისვრის და რომლითაც მტერი ყველაზე ხშირად უტევს უკრაინას. გაზაფხულის დასაწყისიდან რუსეთმა შეძლო არა მხოლოდ რაკეტების დაგროვება, არამედ მათი წარმოების გაზრდა.

წარმოების არსებული მოცულობა ჯერ კიდევ არ აძლევს რუსებს უფლებას, შეინარჩუნონ თავდასხმების იგივე ინტენსივობა, როგორც მაისში და ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში 200 რაკეტა გაუშვან. ადრე თუ გვიან, მათი სამხედრო არსენალი ნულს მიაღწევს", - ამბობს სკიბიცკი.

ამასთან, უკრაინის დაზვერვის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ შეზღუდული მარაგებისა და გარკვეული ტიპის რაკეტების წარმოების გამო, მტერი იძულებული გახდა დაბომბვის ტაქტიკა შეეცვალა.


close დახურვა