logo
ENG



უკრაინის დაზვერვა: ხერსონის ოლქში რუსი ოკუპანტები ტერაქტების სერიას ამზადებენ

21 ოქტ 202217:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/21/hko3np3arrfxnds.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსი ოკუპანტები ხერსონის რეგიონის ადრეულ გათავისუფლებას ელიან და ტერაქტების სერიას ამზადებენ.

"რაშისტები უკრაინის თავდაცვის ძალების მიერ ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპირო ნაწილის სწრაფ გათავისუფლებას ელიან და ამ ტერიტორიაზე ტერაქტების სერიას ამზადებენ.

ნათელია, რომ ტერორისტული სახელმწიფო განზრახ ამზადებს ტერორისტულ თავდასხმებს, რაც კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს," - ნათქვამია განცხადებაში.

დაზვერვა აღნიშნავს, რომ თუ აღნიშნული გეგმები განხორციელდება, ათეულობით უკრაინული დასახლება, მათ შორის ხერსონი დაზარალდება. ამასთან, უკრაინის დაზვერვის თქმით, ეკოლოგიური კატასტროფის მასშტაბები, ამ შემთხვევაში, ბევრად გასცდება უკრაინის საზღვრებს და გავლენას მოახდენს შავი ზღვის მთელ რეგიონზე.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.


close დახურვა