უკრაინის პარლამენტში მმართველი პარტიის - ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია აცხადებს, რომ უკრაინა რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის მზად მას შემდეგ იქნება, რაც რუსეთი 4 პირობას შეასრულებს.
არახამიას თქმით, იმისთვის რომ უკრაინამ რუსეთს უსაფრთხოების გარანტიები მისცეს რუსეთმა უნდა დატოვოს უკრაინის ტერიტორია, გადაიხადოს რეპარაციები, დასაჯოს ომის დამნაშავეები და დათმოს ბირთვული იარაღი.
ამის შესახებ მან საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.
“უკრაინა მზადაა რუსეთს მისცეს უსაფრთხოების გარანტიები. ამისთვის საჭიროა:
- [რუსებმა] დატოვონ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია;
- გადაიხადონ რეპარაციები;
- დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე;
- ნებით დათმონ ბირთვული იარაღი
ამის შემდეგ ჩვენ მზად ვიქნებით, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ვისაუბროთ უსაფრთხოების გარანტიებზე” - წერს არახამია.