logo
ENG



უკრაინის დელეგაცია ბელარუსის საზღვართან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა

28 თებ 202213:28
3 წუთის საკითხავი
 

უკრაინის დელეგაცია ბელარუსის საზღვართან მოლაპარაკებებისთვის ჩავიდა.

პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში არიან, პარტია ხალხის მსახურის ფრაქციის თავმჯდომარე დავით არახამია, თავდაცვის მინისტრი ალექსეი რეზნიკოვი, პრეზიდენტის ოფისის წარმომადგენელი მიხაილ პოდოლიაკი, დეპუტატი რუსტემ უმეროვი, სამმხრივ კონტაქტში უკრაინის დელეგაციის უფროსის პირველი მოადგილე ანდრეი კოსტინი და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლაი როჩიცკი.

რუსული დელეგაციის მხრიდან იქნებიან: ბელარუსში რუსეთის ელჩი ბორის გრიზლოვი, დეპუტატი ლეონიდ სლუცკი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, თავდაცვის მინისტრის მომადგილე ალექსეი ფომინი. დელეგაციას უხელმძღვანელებს ვლადიმირ მედინსკი, რომელიც  პრეზიდენტის თანაშემწეა. 

როგორც ვრცელდება ინფორმაცია, მოლაპარაკებების მთავარი საკითხებია - ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და უკრაინიდან ჯარების გაყვანა.


close დახურვა