უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე შეხვდება. ინფორმაციას პრეზიდენტი ზელენსკი ავრცელებს.
"ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საუბრის შედეგი:
ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია რუსულ დელეგაციას წინასწარი დათქმების გარეშე უკრაინა-ბელორუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის მიმდებარე ტერიტორიაზე შეხვდება.
ალექსანდრე ლუკაშენკომ აიღო პასუხისმგებლობა, რომ უკრაინის დელეგაციის მოგზაურობის, მოლაპარაკებებისა და დაბრუნების დროს, ბელორუსის ტერიტორიაზე დისლოცირებული ყველა თვითმფრინავი, ვერტმფრენი და რაკეტა მათ მიწაზე დარჩება", - წერს ზელენსკი.