logo
ENG



უკრაინის ელჩი გერმანიაში: არასწორი იქნება გერმანიის მხრიდან რუსი დეზერტირების მიღება

30 ოქტ 202218:56
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/30/rg38w9slv7x4ui8.jpg

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ოლექსი მაკეევი გერმანიას მოუწოდებს, არ მიიღოს რუსი დეზერტირები.

კითხვაზე, უნდა მიიღოს თუ არა გერმანიამ მობილიზაციისგან გაქცეული რუსები, მაკეევმა თქვა, რომ ომის დაწყებისას რუსეთის ფედერაციის თითქმის არც ერთმა მოქალაქემ არ დატოვა ქვეყანა. მან ასევე აღნიშნა, რომ არაფერი სმენია რუსეთში უკრაინის ომის წინააღმდეგ გამართული დიდი დემონსტრაციების შესახებ.

"ვაფასებ, რომ ახალგაზრდები გარბიან, რომლებიც არაფერს ნანობენ, მაგრამ მხოლოდ სამხედრო სამსახურისგან თავის არიდება სურთ და გერმანიის ქალაქებში ავტოკოლონებით მოგზაურობენ, რუსულ დროშებს აფრიალებენ. არასწორი იქნება გერმანიის მხრიდან რუსი დეზერტირების მიღება," - თქვა უკრაინის ელჩმა გერმანიაში.

21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის გადაწყვეტილების შემდეგ, რუსებმა ქვეყნიდან მასობრივი გაქცევა დაიწყეს, ძირითადად, ყაზახეთში, საქართველოსა და სომხეთში.

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის მონაცემებით, 2 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინიდან ევროპაში დროებითი დაცვის სტატუსის მქონე ლტოლვილთა რაოდენობამ თითქმის 4,2 მილიონს მიაღწია.


close დახურვა