logo
ENG



უკრაინის ელჩი გერმანიაში: გერმანია უკრაინას მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას დაჰპირდა

11 დეკ 202215:35
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/11/o0ygk5c6nyedtxe.jpg

უკრაინის ელჩი გერმანიაში, ოლექსი მაკეევი აცხადებს, რომ გერმანია უკრაინას მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას დაჰპირდა.

"პირდაპირი მოლაპარაკებების დროს მეტ იარაღსა და საბრძოლო მასალას დაგვპირდნენ, კონკრეტულად რას - თავის დროზე ერთად გამოვაცხადებთ", - განაცხადა უკრაინის ელჩმა გერმანიაში.

მაკეევის თქმით, უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ფრონტზე სასწრაფოდ ესაჭიროებათ დამატებითი საჰაერო თავდაცვის სისტემები, თვითმავალი ჰაუბიცები და საბრძოლო მასალა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ გრძელდება მოლაპარაკებები საბრძოლო მანქანებისა და ტანკების მიწოდებაზე.

უკრაინის ელჩი გერმანიაში ამბობს, რომ გერმანიის მთავრობისგან ელის უფრო სწრაფ მოქმედებას და რეაგირებას უკრაინის კონკრეტულ წინადადებებსა და თხოვნებზე.

26 სექტემბერს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ უკრაინას ტანკებს არ გადასცემს, რადგან შესაძლოა ამან კონფლიქტი გააფართოვოს. ამავდროულად, მან თქვა, რომ გერმანია უკრაინას მხარს უჭერს და მის დასახმარებლად ბევრს აკეთებს.


close დახურვა