გერმანიაში უკრაინის ელჩი აცხადებს, რომ უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებებში ანგელა მერკელის მონაწილეობა, პუტინთან მისი ურთიერთობის გათვალისწინებით, შესაძლოა უკრაინისთვის გამოსადეგი იყოს.
ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა გერმანულ გამოცემა Merkur-თან ინტერვიუში განაცხადა.
ელჩმა ანდრეი მელნიკმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მისასალმებელი იქნება გერმანიის ყოფილი კანცლერის ჩართვა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში თუ ის ეცდება დაარწმუნოს კრემლი, შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ.
მისი თქმით, მერკელი უკრაინის პუტინთან ათწლეულების მანძილზე ინარჩუნებდა საიმედო კავშირებს, რაც მოლაპარაკებების პროცესისთვის, შესაძლოა, სასარგებლო იყოს.
ჟურნალისტის კითხვაზე: წარმოუდგენია თუ არა მას მერკელი მედიატორად რუსეთისა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებში, მელნიკმა განაცხადა, რომ ეს სრულიად დასაშვები სცენარია.
„სამწუხაროდ, მერკელს ნამდვილად გადაწყვეტილი აქვს, რომ აქტიურად არ ჩაერთოს დღევანდელ პოლიტიკურ დღის წესრიგში. თუმცა, თუ ის მიიჩნევს, რომ დახმარება შეუძლია ამ საზარელი ომის დასრულების პროცესში, მისი მონაწილეობა ნამდვილად მისასალმებელი იქნება - განსაკუთრებით იქიდან გამომდინარე, რომ ის ინარჩუნებს ძალიან საიმედო ურთიერთობებს პუტინთან“, - განაცხადა ელჩმა.