logo
ENG



უკრაინის ენერგეტიკის მინისტრი: რუსეთი ზაპოროჟიეში ბირთვული კატასტროფის გამომწვევი არის

26 აგვ 202212:58
3 წუთის საკითხავი
 
2022/08/26/y2r5vp8fxdbhxtl.png
Alexander Ermochenko/Reuters

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის,  ჰერმან ჰალუშჩენკოს განცხადებით, რუსული ძალების მუდმივი ყოფნა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში და მის მახლობლად არის "შესაძლო ბირთვული კატასტროფის გამომწვევი".

"დღევანდელი მოვლენები ამის კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა. ვინ არის მზად აიღოს პასუხისმგებლობა ხვალინდელ უსაფრთხოებაზე?"-  განაცხადა ჰალუშჩენკომ. 

სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში ქარხნის ექვსივე რეაქტორი გათიშულია ელექტროენერგიის ქსელიდან, ამის შესახებ ინფრომაციას Energoatom-ი ავრცელებს.

ობიექტი, რომელიც რუსული ძალების მიერ მარტიდან იყო ოკუპირებული, 25 აგვისტოს, პირველად გაითიშა.

უკრაინამ დაადანაშაულა რუსული ჯარები ქარხნის თავშესაფრად გამოყენებაში, რაც პოტენციური კატასტროფის საფრთხეს ქმნის. კრემლმა თავის მხრივ არაერთხელ დაადანაშაულა უკრაინული ძალები ქარხნის დაბომბვაში.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მიერ სადგურის მონახულების თაობაზე. ჰალუშჩენკომ ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადა, რომ გაეროს დამკვირვებელს უნდა მიეცეს ნება, შეისწავლოს იქ რუსული ჯარების ზემოქმედება.

"კიდევ ერთხელ მინდა მივმართო მსოფლიო საზოგადოებას: IAEA-სა და გაეროს ერთობლივ მისიას [ზაპოროჟიეს ქარხანაში] უნდა ჰქონდეს მანდატი, შეისწავლოს არა მხოლოდ ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმები, არამედ გარე უსაფრთხოების კომპონენტებიც. ის, რაც დაკავშირებულია იარაღთან და მათ გამოყენებასთან რუსი სამხედროების მიერ ქარხნის ტერიტორიაზე და მის მახლობლად."- ამბობს ჰალუშჩენკო.

მან ასევე ხაზი გაუსვა ქარხნის "გადაუდებელი დეოკუპაციისა და დემილიტარიზაციის" აუცილებლობას.

"ეს არის ერთადერთი გზა ევროპისთვის, რომ მშვიდად დაიძინოს და არ შეეშინდეს ცაზე ბირთვული ღრუბლების." - თქვა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა. 


close დახურვა