logo
ENG



უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, საფრანგეთმა უკრაინას 100 გენერატორი გადასცა

09 დეკ 202214:41
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/09/scxjvb2iea8a3bj.jpg

უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის, ფარიდ საფაროვის ცნობით, საფრანგეთმა უკრაინას 100 გენერატორი გადასცა.

"უკრაინელ ენერგეტიკოსებს ამ ომში რუსეთთან მეორე ფრონტი უჭირავთ - ენერგეტიკული ფრონტი. და გამოწვევები, რომლებსაც ისინი აწყდებიან უპრეცედენტოა. ასეთ პირობებში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა ძალიან ღირებულია.

ჩვენ მადლობას ვუხდით საფრანგეთს მხარდაჭერისთვის და განსაკუთრებით ამ გენერატორებისთვის, რომლებიც ამ მძიმე ზამთრის გადალახვაში დაგვეხმარება", - განაცხადა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ.

უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს მრჩევლის, ბენჟამინ რორიგის თქმით, საფრანგეთმა უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ორგანიზება სრულმასშტაბიანი ომის პირველ კვირებში დაიწყო.


close დახურვა