logo
ENG



უკრაინის ეროვნულმა ბანკმა შეიარაღებული ძალების დასახმარებლად სპეციალური ანგარიში შექმნა

24 თებ 202216:42
3 წუთის საკითხავი
 
2022/02/24/pd69orkcuhye9ri.png

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა უკრაინის შეიარაღებული ძალების დასახმარებლად სპეციალური ანგარიში გახსნა.

ანგარიში რამდენიმე სხვადასხვა ვალუტაზეა მორგებული და ღიაა, როგორც ადგილობრივი ბიზნესმენებისა და მოქალაქეებისთვის, ისე საერთაშორისო დონორებისთვის.

ანგარიშის ნომერია: UA843000010000000047330992708 / უკრაინის ეროვნული ბანკი

შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც რუსეთის მხრიდან შეიარაღებული აგრესიის შემდეგ ქვეყანაში ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.

მსურველებს თანხის ჩარიცხვა სხვადასხვა ვალუტით შეუძლიათ: უკრაინულ გრივნაში, ამერიკულ დოლარში, ევროსა და გირვანქა სტერლინგში.

ანგარიშის შექმნის შესახებ უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელმა კირილო შევჩენკომ განაცხადა.


close დახურვა