უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით მტრის შეტევითი ოპერაციების აქტივობა შემცირდა.
"ამ დღეების განმავლობაში ბახმუტის მიმართულებით მოწინააღმდეგის შეტევითი ოპერაციების აქტივობა ოდნავ შემცირდა. ამავდროულად, სროლის ინტენსივობა მუდმივად მაღალია.
ქალაქ ბახმუტში ბრძოლა შემცირდა. მტერი აგრძელებს მის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორიების გაწმენდას", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
მალიარი ამბოს, რომ უკრაინელი დამცველები აკონტროლებენ ქალაქის სახმრეთ-დასავლეთ გარეუბანს, სამოლეტის რაიონში. მისი თქმით, ბრძოლები გარეუბანში გრძელდება. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ მტერი ცდილობს ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას, მაგრამ არ გამოსდის.
"რუსული ძალები გარკვეულ რეგიონებში დიდ ზარალს განიცდიან. ჩვენ მცირე წინსვლა გვაქვს ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით ფლანგებზე", - განაცხადა მალიარმა.