უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, ბახმუტის მიმართულებით უკრაინელი ჯარისკაცები წინ მიიწევენ, ქალაქში კი სასტიკი ბრძოლები მიდის.
"ბახმუტის მიმართულებით, ბოლო დღეებში თითქმის 20 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია გავათავისუფლეთ. წინ მივიწევთ და პროგრესი გვაქვს. ბახმუტში სასტიკი ბრძოლები მიდის. მტერს მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვს.
უკრაინის სარდლობა და მებრძოლები ყველაფერს აკეთებენ, რისი გაკეთებაც შესაძლებელია სამხედრო თვალსაზრისით. ისინი ამას პროფესიონალურად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებენ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.
გუშინ, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ოლექსანდრ სირსკიმ განაცხადა, რომ უკრაინელი ჯარისკაცები 3 დღეა დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის მიმართულებით წინ მიიწევენ.