logo
ENG



უკრაინის თავდაცვა: წლის ბოლომდე რუსებს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე შესვლა სურთ

27 დეკ 202210:54
3 წუთის საკითხავი
 
2022/12/27/00gmuiyo4b6n6b7.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, წლის ბოლომდე რუსებს დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე შესვლა სურთ.

"მათ [რუსებმა] დაისახეს ამოცანა, წლის ბოლომდე მიაღწიონ დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარს. ბახმუტის მიდამოში იყო მცირე წინსვლა, მაგრამ მტერი განდევნეს. დღეს მტერი ცდილობს ქალაქის ალყაში მოქცევას, მაგრამ ისინი ვერ ახერხებენ", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი (ISW) აკვირდება ბახმუტის რეგიონში რუსული ჯარების წინსვლის შენელებას და ვარაუდობს, რომ ოკუპანტებმა, შესაძლოა, ტაქტიკური ან ოპერატიული პაუზა აიღონ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ ჯგუფის წარმომადგენლის, სერგეი ჩერევატის თქმით, აღმოსავლეთის ფრონტი ახლა აგრესორის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი ეპიცენტრია, ხოლო ბახმუტისა და ავდიივკას მიმართულებები და ლუჰანსკის ზოგიერთი ნაწილი ცხელი წერტილებია.


close დახურვა