logo
ENG



უკრაინის თავდაცვა: ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლება დეოკუპირებულია

24 ოქტ 202215:44
3 წუთის საკითხავი
 
2022/10/24/clrr3drxg91wxkq.jpg

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ხერსონის ოლქში 90-ზე მეტი დასახლება დეოკუპირებულია.

"ხერსონის რეგიონში უკრაინის თავდაცვის ძალებმა 90-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს, სადაც 12 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს," - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

დღეს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსებს ხერსონის ოლქში ახალი სამხედრო შენაერთები შემოჰყავთ და წასასვლელად კი არა, თავდაცვისთვის ემზადებიან.

ბუდანოვის ინფორმაციით, სერგეი სუროვიკინი, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის ჯარების სამხრეთ ჯგუფს მეთაურობს, ილუზიას ქმნის, თითქოს რუსული ჯარები ხერსონის დატოვებას აპირებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, ამის თქმა შეუძლებელია.

რამდენიმე თვეა, რაც უკრაინის სამხრეთ ნაწილში უკრაინული ძალების კონტრშეტევა მიმდინარეობს. უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, 1 ოქტომბრიდან უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში 500 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს.


close დახურვა