logo
ENG



უკრაინის თავდაცვის მინისტრი: შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლა გადაწყდა

08 თებ 202420:42
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/08/q267oba3yyj7eom.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

"დღეს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის შეცვლის აუცილებლობის შესახებ. გულწრფელ მადლობას ვუხდი ვალერი ზალუჟნის ყველა მიღწევასა და გამარჯვებისთვის", - წერს უმეროვი ფეისბუქზე.

მან აღნიშნა, რომ ზალუჟნის ჰქონდა "ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანა - უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობა რუსეთთან დიდი ომის დროს".

გამოცემა "უკრაინსკაია პრავდა" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისში ზალუჟნის გადადგომის განკარგულებას ამზადებენ. გამოცემა ასევე ამტკიცებს, რომ ზალუჟნიმ გადადგომის შესახებ გარემოცვას შეატყობინა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარსარდალს, ვალერი ზალუჟნის შეხვდა. როგორც მათი სოციალური ქსელების პოსტებიდან ჩანს, ზელენსკიმ და ზალუჟნიმ შეიარაღებულ ძალებში ცვლილებები განიხილეს.


close დახურვა