logo
ENG



უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოთხი მოადგილე გაათავისუფლა

01 ოქტ 202411:38
3 წუთის საკითხავი
 
2024/10/01/hsrtzv3ur5nr3ec.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა თავისი ოთხი მოადგილე გაათავისუფლა. როგორც მან განაცხადა, თანამდებობიდან გათავისუფლებულებიდან ზოგიერთი სხვა თანამდებობაზე გადადის.

სტანისლავ გაიდარი მინისტრის ოფისის ხელმძღვანელი ხდება, ლუდმილა დარაგანი კი - სახელმწიფო მდივანი. ალექსანდრ სერგეისა და იური ჯიგირას ახალ დანიშვნებზე არაფერია ცნობილი.

უმეროვმა თავისი გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ”უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სისტემა - შეიარაღებული ძალები, მთავარი სადაზვერვო სამმართველო და სახელმწიფო სპეციალური სატრანსპორტო სამსახური - საომარი მდგომარეობის დროს დახურული პერიმეტრია", რაც ნიშნავს, რომ "შიგნით ყველა პერიმეტრი უნდა იყოს კონკრეტული და კონტროლირებადი", "მათზე გავლენის მოხდენის ნებისმიერი გარე ან შიდა მცდელობა მიუღებელია".

მან დასძინა, რომ თავდაცვის შესყიდვების სისტემის რეფორმას გეგმავს.


close დახურვა