logo
ENG



უკრაინის თავდაცვის მინისტრსა და აშშ-ის თავდაცვის მდივანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

30 დეკ 202313:30
3 წუთის საკითხავი
 
2023/12/30/p9pjpbdztzulfzg.jpg

უკრაინაზე რუსეთის გუშინდელი თავდასხმის შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრ რუსტემ უმეროვსა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პენტაგონის სპიკერის, პეტ რაიდერის ცნობით, მხარეებმა რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული მასიური სარაკეტო შეტევები განიხილეს და ამასთან, ახლო მომავალში მჭიდრო კომუნიკაციის შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.

"თავდაცვის მდივანმა დაადასტურა, რომ აშშ-ისა და 50 მოკავშირისგან შემდგარი კოალიციის ვალდებულება, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინას მხარი დაუჭირონ, უცვლელი რჩება", - განაცხადა პენტაგონის სპიკერმა.

რუსეთმა უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევა გუშინ განახორციელა. დაიბომბა კიევი, ხარკივი, ლვივი, ზაპოროჟიე, დნიპრო და ოდესა, სამიზნე ინფრასტრუქტურა იყო. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, სკოლები, სავაჭრო ცენტრები და საავადმყოფოები. თავდასხმის შედეგად 30 ადამიანი დაიღუპა, 160-ზე მეტი კი დაშავდა.


close დახურვა