logo
ENG



უკრაინის თავდაცვის სამინისტრო კონტრშეტევაზე: ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის

03 ივნ 202316:41
3 წუთის საკითხავი
 
2023/06/03/hunurrpo89id9r4.jpg

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ვლადიმირ გავრილოვი უკრაინის კონტრშეტევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის.

"უკრაინის გეგმები კონტრშეტევასთან დაკავშირებით რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ ძალაში რჩება, რუსული სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების უპრეცედენტო ტალღის მიუხედავად ჩვენს სახელმწიფოზე ბოლო კვირების განმავლობაში", - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.  

მისი თქმით, რუსული ძალების მთავარი მიზანი უკრაინის კონტრშეტევის შეჩერებაა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მაისში რუსეთის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოყენებას "ბოლო სტრატეგიული ვარიანტი" უწოდა.

"რუსეთისთვის დიდი სიურპრიზი იყო, მათი (მათი ბალისტიკური რაკეტების) ეფექტურობა თითქმის ნულოვანი იყო იმ თანამედროვე საჰაერო თავდაცვის სისტემების მიმართ, რომლებიც ჩვენი პარტნიორებისგან მივიღეთ. ვერაფერი შეაჩერებს ჩვენს ძალისხმევას, ჩვენს სურვილს და ჩვენს რწმენას, რომ ამ ომში გავიმარჯვოთ", - აღნიშნა მან.

დღეს, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა კონტრშეტევისთვის, მაგრამ მას სურს, ჰქონდეს დამატებითი რესურსები მის განსახორციელებლად.


close დახურვა