logo
ENG



უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავი გაანადგურეს

03 აგვ 202419:03
3 წუთის საკითხავი
 
2024/08/03/vvkxtfqniz5qyj5.png

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპირებულ სევასტოპოლის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავს - დონის როსტოვი დაარტყეს, რის შედეგადაც ის ჩაიძირა. ინფორმაციას გენშტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, იერიში მიიტანეს საზენიტო სარაკეტო კომპლექსზე - С-400. თავდასხმის შედეგად დაზიანდა ტრიუმფის საჰაერო თავდაცვის სისტემის 4 გამშვები.

დონის როსტოვი არის Kilo-ს კლასის ერთ-ერთი ნავი (რუსეთს სულ 4 ჰყავს), რომელსაც კალიბრის ტიპის რაკეტების გამოყენება შეუძლია. ის ექსპლუატაციაში 2014 წლის 26 დეკემბერს შევიდა. გასული წლის 13 სექტემბერს, უკრაინელების სარაკეტო თავდასხმის დროს ნავი მნიშვნელოვნად დაზიანდა. ამ პერიოდის განმავლობაში მისი შეკეთება მიმდინარეობდა. წყალქვეშა ნავის ღირებულება 300 მილიონ დოლარს შეადგენს.


close დახურვა