უკრაინის კრიზისის მოსაგვარებლად მსოფლიო ლიდერები კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.
ნორმანდიის ფორმატის შეხვედრა, რომელშიც საფრანგეთის რუსეთის გერმანიისა და უკრაინის ლიდერები მონაწილეობენ, 9 დეკემბერს დაინიშნა. პარიზის სამიტი იქნება პირველი შეხვედრა, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტის რანგში ვოლოდიმერ ზელენსკი დაესწრება. ინფორმაცია სამიტის განახლების შესახებ ელისეს სასახლემ გაავრცელა.
ემანუელ მაკრონის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უკრაინის აღმოსავლეთში სიტუაციის ნორმალიზებისკენ ნაბიჯები უკვე გადაიდგა, იგულისხმება კონფლიქტის ზონაში სამხედროების ძალების დაშორიშორება. ელისეს სასახლეში აცხადებენ, რომ კრიზისის მოსაგვარებლად პროცესი უნდა გაგრძელდეს.