უკრაინის მეხუთე პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო უკრაინაში დაბრუნდა, მისი თვითმფრინავი ვარშავიდან კიევის ჟულიანის საერთაშორისო აეროპორტში ცოტა ხნის წინ დაეშვა.
კიევის საერთაშორისო აეროპორტთან პოროშენკოს ათასობით მხარდამჭერი შეიკრიბა, მათ პოროშენკო სიტყვით მიმართავს. ვარშავიდან კიევში დაბრუნებამდე, პოროშენკომ თქვა, რომ ის უკრაინაში, უკრაინისთვის საბრძოლველად ბრუნდება და არა ზელენსკისთან დასაპირისპირებლად.
Повернувся в Київ, щоб продовжити боротьбу за Україну ✊ pic.twitter.com/2j44pfvC4o
პეტრო პოროშენკოს კიევის აეროპოტში საპარპოსტო კონტროლის დროს პრობლემა შეექმნა. მესაზღვრეები 15 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ პეტრო პოროშენკოს საბუთებს, რასაც მისი უკმაყოფილება მოჰყვა.
Вимагаю пояснити дії прикордонників щодо мого недопуску на територію України. Це — порушення закону! pic.twitter.com/ONAlFUBZDF
შემდგომ პოროშენკოს პასპორტი დაუბრუნეს და ის უკრაინაში შეუშვეს.
პოროშენკოსთან საპასპორტო კონტროლთან გამომძიებელიც მივიდა და სასამართლოს უწყისი გადასცა. სასამართლოს პოროშენკოს დაკავების ნებართვა გაცემული ჰქონდა, თუმცა ის არ დაუკავებიათ. უკრაინის დროით 11 საათზე პეტრო პოროშენკოს სასამართლოში ელოდებიან.
6 იანვარს კიევის პეჩორის სასამართლომ პეტრო პოროშენკოს ქონება დააყადაღა. გადაწყვეტილება სასამართლომ სახელმწიფო ღალატისა და ტერორიზმის ხელშეწყობის საქმეზე მიიღო.
უკრაინის მეხუთე პრეზიდენტს სისხლის სამართლის სამ მუხლს ედავებიან: ტერორიზმის დაფინანსება, სახელმწიფო ღალატი და ტერორისტული ორგანიზაციის შექმნა. მას ედავებიან, რომ წინასწარი შეცნობით გარკვეულ ჯგუფთან ერთად მოქმედებდა, რომელთა შორისაც რუსეთის უმაღლესი ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც იყვნენ. 2014-2015 წლებში კი თვითგამოცხადებული რესპუბლიკებისგან ქვანახშირს ყიდულობდა, რითაც ტერორისტულ ორგანიზაციებს უწყობდა ხელს.
პოროშენკო ბრალდებებს პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს და ამბობს, რომ მზად არის ებრძოლოს ღალატს.