10 თებერვალს, დილით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსი ოკუპანტების მიერ რაკეტების გაშვებას ადასტურებენ უკრაინის სახელმწიფო ადმინისტრაციის ოლქების ხელმძღვანელები.
ნიკოლაევის ოლქის ხელმძღვანელი ვიტალი კიმი იუწყება, რომ პირველი რაკეტები უკვე უკრაინის ცაზეა, რუსები კი რაკეტების გაშვების მეორე ტალღისთვის ემზადებიან.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, დილის 08:30 საათისთვის რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით საკრუიზო რაკეტები გაუშვეს.
ჟიტომირის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიტალი ბუჩენკო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ შესაძლოა ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ.
"ახლა აუცილებელია, რომ რეგიონისა და ქვეყნის ენერგოსისტემაზე დატვირთვა მაქსიმალურად შემცირდეს. ეს საშუალებას მისცემს ენერგეტიკოსებს, უკეთ მოემზადონ საგანგებო სიტუაციებისთვის. გამორთეთ ყველა არასაჭირო ელექტრომოწყობილობა", - აცხადებს ბუჩენკო.
ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იური კრუკის თქმით, რუსები უკრაინას კალიბრის ტიპის რაკეტებს ესვრიან. ამავდროულად, ვიტალი კიმი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოკუპანტებმა უკრაინის მიმართულებით, შესაძლოა, კიდევ 20 რაკეტა გაუშვან.
რუსმა ოკუპანტებმა 10 თებერვლის ღამით ზაპოროჟიეე 17 საჰაერო დარტყმა განაროცხიელეს. ოკუპანტებმა დაარტყეს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას.
ამასთან, ოკუპანტებმა ღამე დაბომბეს ხარკვი, დნიპრო და ხმელნიცკის რეგიონები. რუსი ოკუპანტების რაკეტები კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტებს მოხვდა.