logo
ENG



უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო განგაშია გამოცხადებული

18 სექ 202308:38
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/o1ziyu1yyne6j8e.jpg

უკრაინის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის კიევის ოლქში, საჰაერო განგაშია გამოცხადებული. რუსმა ოკუპანტებმა უკრაინული დასახლებების მიმართულებით ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, ამ წუთებში, რაკეტები სამხრეთ დასავლეთის მიმართულებით მოძრაობენ, თუმცა მათ კურსი შესაძლოა შეიცვალოს.

უკრაინული მედია იუწყება, რომ რამდენიმე რაკეტა დნეპროპეტროვსკის რეგიონისკენ მიფრინავს. გაისმა აფეთქებების ხმა ხმელნიცკის ოლქში, სტაროკონსტანტინოვკის რაიონში, სადაც უკრაინის საჰაერო ძალების ერთ-ერთი აეროდრომი მდებარეობს.

ღამით რუსმა ოკუპანტებმა იერიშები ოდესის ოლქის დასახლებებზე მიიტანეს. ე.წ. კამიკაძე დრონების სამიზნე კვლავ რეგიონებში მდებარე პორტები იყო.

საჰაერო განგაში ამოქმედდა ხერსონისა და მიკოლაივის ოლქებშიც. გრძელდება ბრძოლა ფრონტის ხაზზეც.


close დახურვა