logo
ENG



უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის მოადგილეები გადააყენა

18 სექ 202314:05
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/18/ol153kqoqka7klw.jpg

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის მოადგილეები გაათავისუფლა. უკრაინული მედიის ინფორმაციით, გათავისუფლებულია მინისტრის 6 მოადგილე. 

უკრაინის კანონმდებლობის თანახმად, მინისტრის გადაყენების შემთხვევაში, მისი მოადგილეების პისტიდან გათავისუფლების უფლებამოსილება მინისტრთა კაბინეტს აქვს.

ადგილობრივი მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მინისტრის უკვე ყოფილმა მოადგილეებმა გადადგომის შესახებ განცხადებები ნებაყოფლობით დაწერეს და თანამდებობებზე აღარ დაბრუნდებიან, ახალ კანდიდატებთან დაკავშირებით კი კონსულტაციები ახლაც მიმდინარეობს.

***

3 სექტემბერს, ზელენსკიმ ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გადააყენა. მან განაცხადა, რომ "ახალი მიდგომების" დროა. თავდაცვის მინისტრის პოსტი რუსტემ უმეროვმა დაიკავა, რომელიც უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელი იყო.

ოლექსი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის თანამდებობას უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე იკავებდა.

5 სექტემბერს, უკრაინის რადამ რეზნიკოვი გათავისუფლებას მხარი 327 ხმით დაუჭირა. 

 


close დახურვა