უკრაინის 58-ე ცალკეული მოტორიზებული ქვეითი ბრიგადის ცნობით, ლუჰანსკში ვაგნერის ჯგუფი განადგურებულია.
"ერთ-ერთ ფრონტზე პოზიციების სტაბილურად და გაბედულად დაკავებისას, კოორდინაციისა და მომზადების შედეგად, ჩვენი ბრიგადის ქვეითი საბრძოლო ნაწილის მიერ ვაგნერის ჯგუფი სრულად ლიკვიდირებულია," - განაცხადა უკრაინის მოტორიზებულმა ბრიგადამ.
სხვადასხვა ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, ვაგნერის დაქირავებული პირები სირიასა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობენ. რუსული დაქირავებული სამხედრო რაზმებიდან ვაგნერის ჯგუფი სისასტიკით არის გამორჩეული.