logo
ENG



უკრაინის ოლქებში საჰაერო განგაში იყო - ოდესაში აფეთქებების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა

14 აგვ 202310:11
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/14/csqrvrgc598sr6v.jpg

უკრაინული მედიის ინფორმაციით, 14 აგვისტოს, ღამით, უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში იყო გამოცხადებული. მათი ცნობით, განგაშის ზარი ისმოდა კიევის, სუმის, ხარკივის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერნიგოვის, ზაპოროჟიეს, მიკოლაივის, ხერსონისა და ოდესის ოლქებში.

მედია წერს, რომ აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ აფეთქებების შედეგად დაშავდა 3 ადამიანი. ადმინისტრაციის ცნობით, ქალაქში რაკეტის ფრაგმენტი ჩამოვარდა, რის გამოც, რამდენიმე ხანძარი გაჩნდა.

მედია წერს, რომ ზაპოროჟიეში, სადაც ასევე ისმოდა აფეთქებების ხმა, ბალისტიკური რაკეტებით თავდასხმის საფრთხე არსებობდა. 


close დახურვა