logo
ENG



უკრაინის ომბუდსმენი: ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 169 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 306 დაშავდა

08 აპრ 202220:36
3 წუთის საკითხავი
 
2022/04/08/rdsiyr6ew1tq007.jpg

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 169 ბავშვი დაიღუპა, ხოლო 306 დაშავდა.

ამასთან, ომბუდსმენის განმარტებით, დაღუპული და დაშავებული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან სხვდასხვა ქალაქში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა. სახალხო დამცველმა საზოგადოებას ომის ქრონიკები გააცნო:

"გუშინ, რუსმა ოკუპანტებმა გაიტაცეს 6 შვილის დედა, 4 მათგანი არასრულწლოვანია. ქალის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია.ლუგანსკის რეგიონის სამხრეთ ნაწილში ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ბუჩაში, მასობრივი საფლავის ადგილას 15 წლის გოგოს ცხედარიც იპოვეს. ოკუპანტები აგრძელებენ ასობით საავადმყოფოს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების განადგურებას. ლუგანსკის რეგიონში დღეის მდგომარეობით არ არსებობს არც ერთი დაუბომბავი საავადმყოფო", - წერს დენისოვა.


close დახურვა