უკრაინის ომბუდსმენის სამდივნოს ოფისის უფროსის, ელენა ვიხორის განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსმა ოკუპანტებმა 6032 უკრაინელი ბავშვი გაიტაცეს.
"უნდა განვმარტო - ესენი არ არიან მხოლოდ ის ბავშვები, რომლებიც დეპორტირებული იყვნენ რუსეთის ფედერაციაში, არამედ იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება არ აკონტროლებს.
სინამდვილეში, ესენი არიან უკრაინის შვილები, რომლებიც რუსმა ჯარისკაცებმა გაიტაცეს და წაიყვანეს ისეთ ტერიტორიაზე, სადაც არ მოქმედებს როგორც უკრაინის, ისე კაცობრიობის კანონები," - თქვა უკრაინის ომბუდსმენის სამდივნოს ოფისის უფროსმა.
ვიხორის თქმით, 4 ნოემბერს, ადამიანის უფლებათა უმაღლესი რადას კომისრის სამდვინომ მიიღო ინფორმაცია, რომ 12 ბავშვი ოლეშკოვსკის ბავშვთა სახლიდან, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები არიან, გადაიყვანეს ყირიმის სიმფეროპოლის რეგიონში.
ივლისის ბოლოს, ეროვნულმა საინფორმაციო ბიურომ 5600-ზე მეტი განცხადება დაარეგისტრირა ბავშვების რუსეთში დეპორტაციის შესახებ.