უკრაინის პარლამენტმა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ანდრი კოსტინი დაამტკიცა.
კოსტნი ამ პოსტზე მას შემდეგ აირჩიეს, რაც გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოფილი მთავარი პროკურორი, ირინა ვენედიქტოვა გაათავისუფლა.
"ჩვენ უნდა დავასრულოთ ტერორი და უკრაინელი ერის გენოციდი. ამას ხელს შეუწყობს აგრესორის სისასტიკის სათანადო აღრიცხვა და დოკუმენტირება". - განაცხადა მან პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს.
კოსტინმა ასევე განაცხადა, რომ ის უზრუნველყოფს თანამშრომლობას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა "ყველა ომის დამნაშავე, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო ხელმძღვანელობის წარმომადგენელი" მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს.
უკრაინის ახალმა გენპროკურორმა ასევე თქვა, რომ ასევე დაისჯებიან "ფორმიანი მაქციები", ანუ უკრაინელი სამართალდამცველები, რომლებიც მტერთან თანამშრომლობდნენ.
მან განაგრძო ვარაუდით, რომ „ფორმიანი მაქცია“ ასევე დაისჯება, რაც გულისხმობს უკრაინელ სამართალდამცავებს, რომლებიც „მტერთან თანამშრომლობდნენ“.
ანდრი კოსტინი ორესიდანაა. მას მიღებული აქვს იურიდიული განათლება. ის მუშაობდა იურისტად ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიაში "ხალხის მსახური". ასევე, 2020 წლიდან იყო უკრაინის რადის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე. ანდრი კოსტინი ითვლება ზელენსკის შტაბის უფროსის, ანდრეი ერმაკის ახლო მოკავშირედ.
ფორმალურად, პარლამენტის მიერ დამტკიცების შემდეგ მის კანდიდატურას პრეზიდენტმა ხელი უნდა მოაწეროს.
მისი წინამორბედი, ირინა ვენედიქტოვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 17 ივლისს დაითხოვა ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, ივან ბანაკოვთან ერთად.
ზელენსკიმ თქვა, რომ პროკურატურის, წინასწარი გამოძიების და სხვა სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების ღალატისა და კოლაბორაციონისტული საქმიანობის 651 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი განცხადებით, ორგანოების 60-ზე მეტი თანამშრომელი ოკუპირებულ ნაწილში დარჩა და უკრაინის წინააღმდეგ მუშაობენ.
პრეზიდენტის თქმით, სახელმწიფოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული ასეთი მასობრივი დანაშაულები და უკრაინის ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებსა და რუსეთის სპეცსამსახურებს შორის დაფიქსირებული კავშირები ძალიან სერიოზულ კითხვებს აჩენს უწყებების უფროსებთან მიმართებაში, ასეთი კითხვები კი, ზელენსკის განცხადებით, შესაბამის პასუხს მიიღებს.