უკრაინის პრეზიდენტის მეუღლე და პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ნატოს წევრ ქვეყნებს რუსეთის ცის ჩაკეტვისკენ მოუწოდებს და რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული ბავშვების ფოტოებს აქვეყნებს.
"ოკუპანტები უკრაინელ ბავშვებს კლავენ. შეგნებულად და ცინიკურად... აჩვენეთ ეს რუს დედებსაც. მათ უნდა იცოდნენ, რას სჩადიან მათი შვილები უკრაინაში. აჩვენეთ ეს ფოტოები რუს ქალებს. ეს მათი ქმრები, ძმები, თანამემამულეები არიან, რომლებიც კლავენ ბავშვებს და შესაძლოა ჰყავთ საკუთარიც კი! ვინც ჩუმად ეთანხმება ამ დანაშაულს, პასუხისმგებელია ყველა უკრაინელი ბავშვის სიკვდილზე...
NATO-ს ქვეყნებო! ბოლოს და ბოლოს ჩაკეტეთ უკრაინის ცა რუსი თვითმფრინავებისთვის! გადაარჩინეთ ჩვენი შვილები, რათა ხვალ თქვენები არ დაიღუპონ!", - წერს პირველი ლედი.
უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას განცხადებით, 6 მარტის 12:00 საათის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დღიდან 38 ბავშვი დაიღუპა, 71 - დაშავდა.