logo
ENG



უკრაინის პირველი ლედი: ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობაა, ეს არ დაასრულებს ომს

02 ივნ 202209:59
3 წუთის საკითხავი
 
2022/06/02/vslg7z83upmfyfq.jpg

უკრაინის პირველი ლედი ოლენა ზელენსკა ამბობს, რომ რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობა იქნება თავისუფლების დათმობა, რაც არ დაასრულებს პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის შეჭრას.

"უკრაინელები ვერ იღებენ ყველა იმ განცხადებას, რომელსაც ხანდახან ვისმენთ ქვეყნის ლიდერებისგან - ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები", - აღნიშნა ზელენსკამ ABC News-თან ინტერვიუში.

მან გაიმეორა ვოლოდიმირ ზელენსკის პოზიცია, რომ დონბასის რეგიონი, სადაც რუსეთი შეტევაზეა კონცენტრირებული, კვლავ უკრაინული იქნება.

"მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე", - აღნიშნა ზელენსკამ.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა კიევისა და ცენტრალური რეგიონების აღება ვერ შეძლო, დონბასი პუტინის სამხედრო ამბიციების ცენტრად იქცა.


close დახურვა