logo
ENG



უკრაინის პოლიციის ცნობით, ღამით რუსულმა ძალებმა ბახმუტის საკვანძო ხიდი ააფეთქეს

03 მარ 202314:12
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/03/4fl7hrr0ugnvij2.jpg

ღამით რუსულმა ძალებმა ააფეთქეს საკვანძო ხიდი, რომელიც ალყაში მოქცეულ ბახმუტს ერთ-ერთ ახლომდებარე სოფელთან აკავშირებდა. ინფორმაციას დონეცკის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით CNN ავრცელებს.

როგორც მედიას ქალაქ კონსტანტინოვკას პოლიციამ განუცხადა, იმედოვნებენ, რომ ხიდის შეკეთებას უახლოეს დღეებში მოახერხებენ, რადგან ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მშვიდობიანი მოქალაქეების გადასაადგილებლად და საბრძოლო მასალების გადასატანად.

ამასთან, CNN წერს, რომ ხიდი ბახმუტისა და ჩასივ-იარის დამაკავშირებელი უკანასკნელი მარშრუტი იყო. პოლიციის განცხადებით, სამხედროებს ჯერ კიდევ შეუძლიათ ქალაქში შესვლა ბილიკებითა და მინდვრების გავლით.

ბოლო თვეების განმავლობაში ქალაქი ბახმუტი საოკუპაციო ძალების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ იქცა. უკრაინის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ იქ ყოველდღე მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს. მათი თქმით, დონეცკის ოლქში სავალდებულო ევაკუაციის ბრძანებაა ამოქმედებული - ქალაქ ბახმუტში ამ დროისთვის 5 000-მდე ადამიანი რჩება.


close დახურვა