![2024/02/16/rx6zj5zb5lpkpkz.jpg](/uploads_script3/articles/2024/02/16/rx6zj5zb5lpkpkz.jpg)
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში ჩავიდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
"დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ მაკრონთან და მნიშვნელოვანი შეთანხმება. ჩვენს თანამშრომლობას შედეგები მოაქვს უკრაინისა და მთელი ჩვენი ევროპის სიცოცხლის დაცვაში", - წერს ზელენსკი.
პარიზში ვიზიტამდე ზელენსკი ბერლინს ეწვია, სადაც გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთდ ხელი მოაწერა ორმხრივ შეთანხმებას უსაფრთხოების თანამშრომლობის შესახებ.
გერმანიის კანცლერმა ამ შეთანხმებას ისტორიული ნაბიჯი უწოდა.