უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიჰალი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ამის შესახებ შმიგალი საკუთარ Telegram არხზე წერს.
შმიჰალის თქმით, ის აშშ-ში უკრაინისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას აპირებს. მათ შორის სამხედრო და ფინანსური დახმარება, სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ყველა ამ საკითხს განიხილავს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვისა და ფინანსთა მინისტრებთან. ასევე, მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და USAID-თან.
"ახალი შეთანხმებების იმედი გვაქვს", - თქვა შმიჰალმა.
დღეს უკრაინის პრემიერმინისტრმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევა შესაძლოა ზაფხულში დაიწყოს.