logo
ENG



უკრაინის პროკურატურა: კიევში სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას 8 ადამიანი დაიღუპა

21 მარ 202211:44
3 წუთის საკითხავი
 
pgo_gov_ua

უკრაინის გენერალური პროკურაის ინფორმაციით, კიევში პოდოლსკის რაიონში სავაჭრო ცენტრის დაბომბვისას 8 ადამიანი დაიღუპა.

უკრაინის საგამოძიებო უწყება აცხადებს, რომ 20 მარტის საღამოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა, საერთაშორისო კანონმდებლობით აკრძალული საბრძოლო საშუალებების გამოყენებით, რაკეტები გაისროლეს დედაქალაქის პოდოლსკის რაიონში.

დაბომბვისა და ხანძრის შედეგად სავაჭრო ცენტრი განადგურდა, დაზიანებულია მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრები და იქვე გაჩერებული მანქანები.


close დახურვა